воскресенье, 22 декабря 2013 г.

    დამთავრდა ტრენინგი ,,სასწავლო პროექტის გამოყენება" სწავლებაში. ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი და მრავლისმომცემი იყო. ვისწავლეთ როგორ მოვამზადოთ პროექტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს პრობლემური საკითხების წარმატებით დაძლევაში, როგორ გავაადვილოთ ესგ–სტანდარტების შედეგებზე გასვლა. პროექტი მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე სხვადასხვა საგნის ინტეგრაციის ახლებურად დანახვაში.
  საინტერესო თემაა "ნუ დავივიწყებთ კარგ ტრადიციებს, ეინაპრებს ჩვენთვის რაც მოუციათ!"
   ტრენინგმა დაგვანახა მოსწავლეები როგორ შეძლებენ უკეთესად ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვებას, პასუხისმგებლობის გაზიარებას მაშაობის პროცესში. უკეთესად მოახდინონ ინფორმაციის კლასიფიკაცია, მაღალი სააზროვნო უნარების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხის გასაცემად, 21–ე საუკუნის ძირითადი უნარ–ჩვევების უკეთ გამომუშავება.
   ამ ტრენინგისთვის დიდ მადლობას ვუხდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მიუხედავათ იმისა, რომ ოთხი სატრენინგო დღე ინტერნეტი დიდი შეფერხებით მოგვეწოდებოდა, კურსის მთლიანად შესწავლა მაინც შევძელით, რაც ჩვენი ტრენერის ლ. ზოიძის დამსხურებაა. კარგი იქნებოდა ასეთი ტრენინგები ყოველწლიურად მაინც ჩაგვიტარდეს. ტრენინგები საშუალებას გვაძლევს უფრო მიმზიდველი და საინტერესო გავხადოთ სასწავლო პროცესი.
   დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, ლილი ზოიძეს,  გაწეული მუშაობისათვის, იმ სამუშაოსთვის და სითბოსთვის, რომელიც მან ჩვენს მიმართ გაიღო.    
    

Комментариев нет:

Отправить комментарий